საფრანგეთის საელჩო
საფრანგეთის საელჩო საქართველოში - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი
ვებსაიტის ნახვა

იტვირთება
2018 წელს სენტ-ეგზიუპერის ფრანგულ-ქართულ სკოლას საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს (MEAE) მიერ მიენიჭა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ფრანგული ენის სწავლების ხარისხის ნიშანი LabelFrancEducation.
ნიშანი გაიცემა სამი წლის ვადით და განახლდება რეგულარული მონიტორინგის საფუძველზე.
სენტ-ეგზიუპერის სკოლა საქართველოს სკოლებიდან ერთადერთია LabelFrancEducation ქსელში.
LabelFrancEducation შეიქმნა 2012 წელს, რათა ხელი შეუწყოს ბილინგვური სწავლების განვითარებას.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა Institut Français de Géorgie და უცხოეთში ფრანგული განათლების სააგენტოს (AEFE) მხარდაჭერით ყოველწლიურად სკოლის ფრანგული ენის პედაგოგები მონაწილეობენ სტაჟირებაში.
2023 წლიდან, LabelFrancEducation-ის ქსელში გაწევრიანებამ სენტ-ეგზიუპერის სკოლის მოსწავლეებს გაუხსნა ახალი შესაძლებლობები. ყოველწლიურად ორი მოსწავლე მონაწილეობს საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო საზაფხულო პროგრამაში და ეცნობა მრავალფეროვან საგანმანათლებლო გამოცდილებას.
CAVILAM – Alliance Française-ის გამოცდილი ფასილიტატორებისა და პედაგოგთა გუნდის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები მოგზაურობენ ოვერნი–რონა-ალპების რეგიონში, ეზიარებიან ფრანგულ კულტურას და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს იღებენ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ, თერმული წყლებით განთქმულ ქალაქში ვიში.
პროგრამის მთავარი მიზანია ფრანგული ენის პოპულარიზაცია და ბილინგვური განათლების განვითარება ფრანგულენოვან სკოლებში.
საფრანგეთის საელჩო საქართველოში - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი
ვებსაიტის ნახვასენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლა აქტიურად ერთვება სასკოლო და პედაგოგიურ ღონისძიებებში, რაც მოიცავს როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა ჩართულობას სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და პროფესიული განვითარების ინიციატივებში.
სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლა აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის საგანმანათლებლო ინსტიტუციებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ მის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო გამოცდაში DELF (Diplôme d'Études en Langue Française) და წარმატებით აბარებენ სხვადასხვა დონეს (A1, A2, B1, B2, C1). ამასთანავე, სკოლის პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ვებინარებსა და კონკურსებში, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკის დანერგვას.
სენტ-ეგზიუპერის სახელობის სკოლა თანამშრომლობს იტალიის საელჩოსთან საქართველოში იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.
სენტ ეგზიუპერის სახელობის სკოლა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ფრანგული ენის პედაგოგთა ასოციაციასთან. აღნიშნული თანამშრომლობა გამოიხატება სკოლის ჩართულობაში ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია სკოლის მონაწილეობა ფრანკოფონიის ფარგლებში ჩატარებულ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათი შემოქმედებითი და აკადემიური უნარების განვითარებას.

Etablissement scolaire Sainte – Marthe Chavagnes
სენტ-მარტ შავანის სასკოლო დაწესებულებასთან არსებული პარტნიორობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გაცვლითი პროგრამით გაემგზავრნონ საფრანგეთში და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა შემეცნებით-კულტურულ თუ ლინგვისტურ ღონისძიებაში.

Lycée Gheorghe Asachi de Chisinau en Moldavie
თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად იმართება შერჩეულ თემებზე მიძღვნილი ვიდეოკონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ ორივე ქვეყნის სკოლების მოსწავლეები. აღნიშნული შეხვედრების დროს მოსწავლეები ფრანგულ ენაზე ამზადებენ და წარადგენენ პრეზენტაციებს, ასევე გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა სახალისო საგანმანათლებლო აქტივობას.

Colegiul National Stefan cel Mare
პროექტში ჩართული მოსწავლეები ონლაინ პლატფორმის საშუალებით ეცნობიან ერთმანეთს, აქტიურად უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს აქტუალურ და საჭირბოროტო საკითხებზე. აღნიშნული თანამშრომლობა მათ საშუალებას აძლევს დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი საქმიანობები.

Szent Benedek Gimnázium és Technikum
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია გაცვლითი პროგრამების განხორციელება, რაც მიზნად ისახავს ფრანგულ ენაზე სასწავლო პროცესის გამდიდრებას და პროფესიული გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.

Séminaire du Sacré-Cœur
თანამშრომლობა მიზნად ისახავს სენტ-ეგზიუპერის სკოლის მოსწავლეების ინტეგრაციას სასწავლო პროგრამებში და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას კანადაში ფრანკოფონიისადმი მიძღვნილ კონკურსებში.

Le lycée Saint François d'Assise
სენ-ფრანსუა დ'ასიზის ლიცეუმთან პარტნიორობა მიზნად ისახავს ორმხრივი საგანმანათლებლო მობილობისა და თანამშრომლობის განვითარებას.

Ecole des langues "Azurlingua"
ქ. ნიცის ენების სკოლა «აზურლინგვასთან» პარტნიორობა მიზნად ისახავს მოსწავლეთა როგორც ლინგვისტური, ისე სოციო-კულტურული თუ საკომუნიკაციო უნარების განვითარებას.