მუხლი 1. მოქმედების სფერო
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების - შპს „რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის" შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის" და სხვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. შინაგანაწესი ვრცელდება სასწავლებელში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ მშობლებზე/კანონიერ წარმომადგენლებზე, ასევე სასწავლებლის ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი პირის მიმართ გამოიყენება ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
4. შინაგანაწესი წარმოადგენს სასწავლებელსა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
5. სასწავლებელსა და დასაქმებულებს/მოსწავლეებს შორის აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
6. სასწავლებელი ვალდებულია, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისას დასაქმებულს გააცნოს შინაგანაწესი.
7. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

