

იტვირთება
სკოლის სტუდიები და შემოქმედებითი სივრცეები, სადაც მოსწავლეები ავითარებენ თავიანთ ნიჭს და უნარებს.

სენტ-ეგზიუპერის სკოლის სამხატვრო სტუდია სენტ-ექს ქიდს არტ მრავალწლიანი გამოცდილების საგანმანათლებლო-შემოქმედებითი სივრცეა, რომელიც 1998 წლიდან ბავშვებს უქმნის გარემოს, სადაც შესაძლებელია შემოქმედებითი პოტენციალისა და ვიზუალური აზროვნების განვითარება. სტუდიის მიზანია მონაწილეებში ფერწერის, გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკური შესაძლებლობების განვითარება და ინდივიდუალური მხატვრული ხედვის ჩამოყალიბება.

ქორეოგრაფიული სტუდია სინთეზი ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ ცეკვის ხელოვნება, დისციპლინა და ესთეტიკა. მრავალფეროვანი რეპერტუარი და შემოქმედებითი გარემო მოსწავლეებს ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და სცენური თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებაში. ჩვენი სკოლის ქორეოგრაფიულ სტუდიაში მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაეუფლონ როგორც ქართულ ცეკვას, ასევე ბალეტის სცენურ ხელოვნებას.

ჩვენი სკოლის გუნდი ბავშვებს უვითარებს მუსიკალურ სმენას, ვოკალურ უნარებსა და სცენურ კულტურას. თითოეული მონაწილე სწავლობს თუ როგორ აქციოს თავისი ხმა გუნდის ჰარმონიულ ნაწილად. რეპერტუარი აერთიანებს როგორც ქართულ მრავალხმიანობას, ისე თანამედროვე მუსიკალურ კომპოზიციებს. გუნდს ხელმძღვანელობს ირაკლი კახნიაშვილი.
ჩვენი სკოლის საკალათბურთო გუნდი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას დაეუფლონ კალათბურთის ტექნიკას, თამაშის ტაქტიკასა და სპორტული ეთიკის ძირითად პრინციპებს. გუნდი აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ტურნირებში, ამხანაგურ შეხვედრებსა და სპორტულ ღონისძიებებში, რაც ბავშვებს კონკურენციის ჯანსაღ გარემოს უქმნის.
ჩვენი სკოლის საფრენბურთო გუნდში ვარჯიშისა და შეჯიბრებების პროცესში მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთის მხარდაჭერას, მიზნისკენ ერთობლივად სვლას და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას. გუნდი აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ტურნირებსა და შეჯიბრებებში.
ჩვენი სკოლის საფეხბურთო გუნდი მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას განავითარონ ფეხბურთის ტექნიკა და გუნდური მუშაობის უნარები.

სენტ-ეგზიუპერის სკოლის სათხილამურო სკოლაში მოსწავლეებს აქვთ საშუალება დაეუფლონ თხილამურებზე სრიალის ტექნიკას, აგრეთვე სწავლობენ უსაფრთხოების წესებს და ავითარებენ ფიზიკურ გამძლეობასა და კოორდინაციას. პროფესიონალი მწრთვნელების დახმარებით თითოეული მოსწავლე აღმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. სათხილამურო სკოლის ფარგლებში მოსწავლეები გარკვეული პერიოდით იმყოფებიან გუდაურში მასწავლებელთა თანხლებით.

მუსიკალურ სკოლაში მოსწავლეები სწავლობენ მუსიკის ენით საკუთარი ემოციებისა და შესაძლებლობების გამოხატვას. მუსიკალური სკოლა მრავალი წელია ფუნქციონირებს და მას უძღვებიან პროფესიონალი პედაგოგები, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ დაეუფლონ სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებას, ინსტრუმენტსა თუ ვოკალს.

მენტალური მათემატიკის პროგრამა ბავშვებში სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას ემსახურება. სასწავლო პროცესი აგებულია პრაქტიკულ მიდგომაზე, რომელიც ბავშვებში ავითარებს დამოუკიდებელ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარს. მენტალური მათემატიკა არამხოლოდ აკადემიური წარმატებას უწყობს ხელს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ავითარებს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და ინფორმაციის ეფექტურად დამუშავების უნარებს.