

იტვირთება
მოსწავლეთა კლუბები და გარეკლასული აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს სოციალურ და პიროვნულ განვითარებას.

სენტ-ეგზიუპერის სკოლაში არსებული წიგნის კლუბი არის სივრცე, სადაც საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ეცნობიან როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო ლიტერატურას, სწავლობენ მათ გააზრებასა და ინტერპრეტაციას. შეხვედრები მიმდინარეობს დისკუსიის, ანალიზისა და შემოქმედებითი აქტივობების ფორმატში, რაც ხელს უწყობს კრიტიკული, ანალიტიკური, არგუმენტირებული მსჯელობის უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეები ქმნიან პრეზენტაციებს, ზეპირ მოხსენებებს, ანალიტიკურ წერით ნამუშევრებს, თხრობით და საინფორმაციო ტექსტებს, ანოტაციებსა და რეკომენდაციებს. კლუბის მონაწილეებისთვის იგეგმება გასვლითი ღონისძიებები საგანმანათლებლო სივრცეებში თანამედროვე ავტორებთან და ლიტერატურათმცოდნეებთან, რაც ზრდის მონაწილეთა მოტივაციასა და ჩართულობას. წიგნის კლუბის მიზანია მოსწავლეებში განავითაროს პრობლემის გადაჭრის, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითი აზროვნების, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, ეთიკის, დამოუკიდებლად საქმიანობის, საჯარო გამოსვლისა და წიგნიერების უნარები. სენტ-ეგზიუპერის წიგნის კლუბი სკოლის მოსწავლეებისთვის არის დასამახსოვრებელი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც აკავშირებს მოზარდებს ლიტერატურის სამყაროსთან.

ჟურნალისტიკის კლუბში მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის პასუხისმგებლიანად გავრცელებასა და მოვლენების კრიტიკულ გააზრებას. კლუბის ფარგლებში ისინი ეუფლებიან ინტერვიუს აღების, სტატიების წერისა და რეპორტაჟის მომზადების ტექნიკებს. კლუბში ძირითადად მუშაობა მიმდინარეობს ფრანგულ ენაზე, რაც ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარს ავითარებს. კლუბის მიზანია თავისუფლად მოაზროვნე და აქტიური ახალგაზრდების ჩამოყალიბება, რომლებიც ინტერესდებიან საზოგადოებრივი საკითხებით.

საჭადრაკო კლუბში მოსწავლეები ავითარებენ სტრატეგიულ აზროვნებას, კონცენტრაციასა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს. კლუბური შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ ჭადრაკის წესებს, ტაქტიკურ სვლებს, სხვადასხვა სტრატეგიასა და თამაშის კულტურას. ისინი მონაწილეობენ შიდა ტურნირებსა და გუნდურ აქტივობებში. კლუბის მიზანია მეხსიერების, ყურადღების, სტრატეგიული სვლებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარება.

საბუნებისმეტყველო კლუბი არის სივრცე ცნობისმოყვარე და კვლევით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან ბუნებისმეტყველების სხვადასხვა მიმართულებას და შემდგომ ამ ცოდნას პრაქტიკული აქტივობებითა და დაკვირვებებით იღრმავებენ. კლუბის მიზანია მოსწავლეებში მეცნიერებისადმი ინტერესის გაღვივება, კვლევითი უნარების განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

დღევანდელ სამყაროში ციფრული უნარები მხოლოდ ტექნოლოგიებთან ურთიერთობას აღარ ნიშნავს, ისინი თანამედროვე განათლების, კომუნიკაციის, შემოქმედებისა და მომავლის პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია. სწორედ ამ მიზნით შევქმენით სკოლაში ციფრული კლუბი. კლუბის მთავარი მიზანია ბავშვები ადაპტირდნენ თანამედროვე ციფრულ გარემოსთან, ისწავლონ ტექნოლოგიების სწორად, უსაფრთხოდ და შემოქმედებითად გამოყენება, დამოუკიდებლად განავითარონ აზროვნების უნარი და მზად შეხვდნენ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს. კლუბის ფარგლებში მოსწავლეები ეტაპობრივად ეუფლებიან: • ციფრული პლატფორმებისა და პროგრამების გამოყენებას; • პრეზენტაციების, პროექტებისა და ვიზუალური მასალის შექმნას; • ტექსტურ, გრაფიკულ და მულტიმედიურ მუშაობას; • ონლაინ და გუნდურ პროექტებზე მუშაობას; • ინფორმაციის მოძიებას, გადამოწმებასა და სწორად გამოყენებას; • ტექნოლოგიების გამოყენებით საკუთარი იდეების რეალიზებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ საქმიანობას, კლუბის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა შეძლონ იმ ციფრული პროექტების დამოუკიდებლად შექმნა, რომელთაც სკოლაში სხვადასხვა აქტივობის, ღონისძიებისა და სასწავლო პროცესის ფარგლებში ვიყენებთ. მათი ჩართულობა პასუხისმგებლობას, დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით აზროვნებას კიდევ უფრო აძლიერებს. ციფრული კლუბი ხელს უწყობს: • კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარებას; • კრეატიულობისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას; • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერებას; • ტექნოლოგიურ გარემოსთან ეფექტურ ადაპტაციას; • თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებთან შესაბამისი უნარების განვითარებას.