

იტვირთება
სასწავლო გარემოსთან შეგუება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ასპექტია სასწავლო პროცესში. სწორედ ამიტომ ჩვენს სკოლაში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი საკლასო ოთახში არ იწყება. პირველ დღეებში მოსწავლეებისთვის ტარდება „მწვანე გაკვეთილები" ბუნებაში. პირველი კვირაში ბავშვები ღია სივრცეში თამაშის, დაკვირვებისა და თავისუფალი კომუნიკაციის გზით სწავლობენ. ეს გარემო მათ ეხმარება თანატოლებთან და მასწავლებლებთან ურთიერთობის მარტივად დამყარებაში, ასევე ამცირებს დაძაბულობას და სკოლასთან პირველი დადებითი ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამ პროცესის შემდეგ სასწავლო პროცესი გადადის სასკოლო სივრცეში. ჩვენი მიდგომა ახალ გარემოსთან შეგუებას აქცევს სასიამოვნო და პოზიტიურ გამოცდილებად.
ჩვენს სკოლაში ახალჩარიცხულ მოსწავლეს ინდივიდუალური მხარდაჭერის მიზნით ენიშნება ფრანგული ენის დამხმარე მასწავლებელი. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს ეტაპობრივად ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში, გადალახოს ენობრივი ბარიერი და სწრაფად მოერგოს ახალ აკადემიურ გარემოს. ასეთი ინდივიდუალური მიდგომა მნიშვნელოვნად ამარტივებს ახალ გარემოში ინტეგრაციას და ხელს უწყობს წარმატებულ ადაპტაციას.
თუ გაქვთ კითხვები ადაპტაციის პროგრამასთან დაკავშირებით, დაგვიკავშირდით.