

იტვირთება
სკოლის თვითმმართველობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც გვაძლევს საშუალებას სკოლის დემოკრატიული მართვის სისტემა შევქმნათ, სადაც გაერთიანებულნი იქნებიან სასკოლო საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები. ჩვენი სკოლის თვითმმართველობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს სრულფასოვნად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღონ სკოლაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში. ეს პროცესი მოსწავლეებს ეხმარება გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები, საჭიროებები, როლები და პასუხისმგებლობა.
ჩვენს სკოლაში მე-7 კლასიდან ტარდება თვითმმართველობის არჩევნები. არჩევნების შედეგად თითოეულ კლასში ირჩევენ ორ დელეგატს, რომლებიც წარმოადგენენ კლასისა და მოსწავლეების ინტერესებს, ასევე პასუხისმგებლები არიან და ხელმძღვანელობენ: სოციალურ პროექტებს, სასკოლო ღონისძიებებს, აძლიერებენ გუნდური მუშაობისა და პასუხისმგებლობის კულტურას, ხელს უწყობენ თანატოლებს შორის თანამშრომლობითი და პოზიტიური გარემოს შექმნას, ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციისა და აქტიურობის ამაღლებაზე. სკოლის თვითმმართველობა და თითოეული დელეგატი არის ჩვენი მოსწავლეების ხმა, რომელიც ქმნის აქტიურ, მეგობრულ, თანასწორ და განვითარებაზე ორიენტირებულ სასკოლო გარემოს.

თავმჯდომარე

თავმჯდომარის მოადგილე

მდივანი

ხაზინადარი

კულტურის კოორდინატორი

სპორტის კოორდინატორი